კოვიდ სასტუმროში კორონავირუსით 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსისგან აჭარაში 41 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.

კორონავირუსი მას 10 ოქტომბერს დაუდასტურდა, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდსასტუმროში.

“დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია”,- აცხადებენ უწყებაში.