კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდ სასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი პაციენტმა თვითდაზიანება მიიყენა. როგორც ცნობილია, პაციენტმა ექთანს ძლიერი მედიკამენტი მოსთხოვა, რაც მისთვის არ იყო განკუთვნილი. კოვიდ სასტუმროდან პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. რაც შეეხება ექთანს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.