“ადამიანურად ძალიან ვიყავი გუშინ შეწუხებული, ამას რომ ვუყურებდი. აი, გული მომიკვდა და ვთქვი კიდევაც, რომ ჩემი ადვოკატობის პერიოდში ვინ არ მყოლია დასაცავი, მე ასეთი რამ, რასაც გუშინ ვუყურებდი [არ მინახავს]. აი, არ ვიცი, რა უნდა დაგემართოს, ხელისუფლება რომ ხარ… ფსკერზე არიან დასულები.

26-ე დღეა ადამიანი შიმშილობს, ზღვარზე გადის მისი შესაძლებლობები, როგორც არ უნდა მიუღებელი იყოს ის შენთვის, მტერი რომ იყოს, ჩემი შვილის დაუძინებელი მკვლელი რომ იყოს, იმის მიმართაც არ მექნება ეგეთი ზიზღი. დადგე და კოლექტიურად დედა აგინო მოშიმშილე პატიმარს, სად გაიზრდე? ან დედა არ გყავს, ან და არ გყავს? რა არის ეს, ხალხო”

თქვა “მთავარი არხის” ეთერში პარტია “სამართლიანობისთვის” დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ გუშინ, რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე.