კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა, მოწმეებმა დაადასტურეს ეს – მელაშვილი

“კომისიაში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცდა არ ყოფილა, მოწმეებმა დაადასტურეს ეს “- ივერი მელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარის მოწმეებმაც დაადასტურეს, რომ კომისიაზე საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ამის შესახებ მან ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მორგი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“მოწმეთა გრძელი სიიდან, რომელიც პროკურატურას გამოკითხული ჰყავს, გადამჭრელი უმეტესობა წესიერი, პატიოსანი ხალხია. დაადასტურეს ის რაც იციან, რაც ნახეს რასაც უყურებენ. დაადასტურეს ის, რომ არანაირი სხვა განცდა კომისიაში არ ყოფილა, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული”, – განაცხადა მელაშვილმა.