კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის “ნამახვანჰესის” გაჩერებას – ”ენკა”

ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანია “ენკა” სოციალურ ქსელში განცხადებას, ავრცელებს.  კომპანია უარყოფს რომ, ტექნიკა დაასაწყობეს და მუშაობა შეაჩერეს. განცხადებაში ვკითხულობთ რომ “ენკა” არ აპირებს, ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერებას და არც ქვეყნიდან გასვლას აპირებს.

”სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია “ენკამ” ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის- “ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.

ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ.”- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.