კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” ჩცდ-ს დღის საათებში გასვლის გამო დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალების” დღის ეთერში გასვლის გამო დააჯარიმა. ამის შესახებ კომუნიკაციის კომისიის წარმოამდგენლებმა დღეს იმსჯელეს.

სარჩელი კომისიაში თავდაპირველად მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა შეიტანა. ისინი ითხოვდნენ, რომ სერიალი ეთერიდან ჩახსნილიყო, გამომდინარე იქედან, რომ “თითქმის ყველა სერიაში არის შეურაცხმყოფელი ლექსიკა და გინება”.

მმკ-ს განცხადება სერიალის სრულიად ჩახსნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სერიალის განმეორებით, დღის ეთერში გასვლის გამო არხი დაეჯარიმებინა. თანხის ოდენობა, ჯერჯერობით, მათ არ დაუკონკრეტებიათ.