კონვენციის 39-ე მუხლიო, დროებითი ღონისძიების დაკმაყოფიებაზეა ეგ მუხლი – გვარამია იუსტიციის მინისტრს პასუხობს

”ნახე, რატი, Granted – დაკმაყოფილდა, ნახე, რატი, under rule 39 – კონვენციის 39ე მუხლიო, დროებითი ღონისძიების დაკმაყოფიებაზეა ეგ მუხლი” – ასე პასუხობს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, რომელმაც განაცხადა რომ სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

”იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დროებითი ღონისძიება არ დაკმაყოფილდაო. თან, სასამართლომ, სააკაშვილს მოთხოვა შიმშილობის შეწყვეტაო.

ნახე, რატი, Granted – დაკმაყოფილდა :))) ნახე, რატი, under rule 39 – კონვენციის 39ე მუხლიო, დროებითი ღონისძიების დაკმაყოფიებაზეა ეგ მუხლი :))))

სააკაშვილი კონვენციის მხარე, ანუ სახელმწიფოა? როგორ უნდა დაავალოს ინდივიდუალს რამე? :)) ნახე, რატი, urge, მოუწოდა :)))

თან, რატი, თვითონვე რომ წერ, დაავალა შიმშილობის შეწყევტაო, და რატი, შიმშილობის შეწყვეტა როგორ დაავალა, თუ არ შიმშილობს და ფაფებს ჭამს? :)))))) რატი, არც ინგლისური იცი და არც სამართალი? რატომ, რატი, რატომ ” – წერს ნიკა გვარამია.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მას შიმშილობის შეწყვეტა მოთხოვა