აშშ-ს კონრესმა დაამტკიცა შესწორება აქტში, რომლითაც საქართველოს პირობებს უყენებს

პირველად საქართველო-ამერიკის ურთიერთობის ისტორიაში  აშშ გარკვეულ პირობებს აწესებს . აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით 125 ის წინააღმდეგ შესწორება შეიტანა აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

“შეერთებულმა შტატებმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ღირებულებების მუდმივ განვითარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმისკენ მიმავალ გზას, კორუფციასთან ბრძოლის ვალდებულებას და მცდელობას, უზრუნველყოს საქართველოს კერძო სექტორის მიერ საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების პატივისცემა, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მათი დაცვა“ არა უგვიანეს 180 დღისა, აშშ სახელმწიფო მდივანმა კონგრესს წარუდგინოს ანგარიში, რომელიც შეიცავს:

1. ანალიზს იმის შესახებ, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს, რათა გაამყაროს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები

2. ანალიზს: ა) ეფექტურად ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა საარჩევნო რეფორმას

ბ) პატივს სცემს თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის დამოუკიდებლობას საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოს ჩარევისაგან

გ) ეფექტურად ახორციელებს თუ არა აუცილებელ პოლიტიკას, რათა უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება და გამჭირვალობა, მათ შორის საჯარო ინფორმაციაზე შეუზღუდავი წვდომა.

დ) სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა და მედიიშ თავისუფლება

ე) ნებისმიერი სხვა შესაბამისი საკითხი, რომელსაც სახელმწიფო მდივანი განსაღვრავს