კონცენტრირებული ძალაუფლება, ძალადობა, პოლარიზაცია, დაშინება -ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი არჩევნებზე

მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან დაკავშირებით ხელისუფლების არასათანადოდ გამოყენებასთან დაკავშირებით – ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის, ინასე ვაიდერის  განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა.

“ჩვენმა მეორე გუნდმა ზუგდიდში დააფიქსირა არეულობები ზუგდიდში საარჩევნო უბნების მახლობლად. ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს ყველაფერი. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაფიქსირებას და მათ დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, როგორც გვითხრეს, ვერ გადმოვიდნენ აფხაზეთიდან და შედეგად, მათ ჩამოერთვათ არჩევნების უფლება. კარგი იქნებოდა თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა გაყოფას და ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე. ეკონომიკური ძალაუფლება გარკვეულ ხელებშია კონცენტრირებული ”  – ამბობს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.