კორონავირუსით გარდაცვლილის 72 საათით სახლში დასვენება უსაფრთხოა – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პირის სახლში დასვენება 72 საათის განმავლობაში უსაფრთხოა.

“ცხედარის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა უსაფრთხოა და ყველა რიტუალით შეიძლება ეს გაკეთდეს. სასურველია, ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ერთადერთი არის ის, რასაც ყოველთვის ვსაუბრობთ, მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრა”, – თქვა ამირან გამყრელიძემ