კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 10 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილია 500 000

სულ ცოტა ხნის წინ მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოცენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვამა კი 500 000–ს. ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაიზარდა. თუმცა ამჯერად ეპიცენტრი არა ევროპა, არამედ სამხრეთ ამერიკაშია. დაინფიცირებულთა და  გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ, 2,588,421 დაინფიცირებულით და 128,082 გარდაცვლილით. მეორე ადგილზეა ბრაზილია 1,313,667 დაინფიცირებულით და 57,070 გარდაცვლილით. მესამე ადგილზეა რუსეთი, 627,646 დაინფიცირებულით და 8,969 გარდაცვლილით.