კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი გარდაიცვალა

2 დეკემბერს კორონავირუსით თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე კორონავირუსით გარდაიცვალა.

ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს და მამა დავითის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“გუშინ, 2020 წლის 2 დეკემბერს, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გარდაიცვალა თბილისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის (ელიავაზე მდებარე) მოძღვარი, მღვდელი დავით მაჩიტაძე.
მწუხარებას გამოვთქვამთ მამა დავითის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
? უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.“– ნათქვამია ინფორმაციაში.
? გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული მღვდელი დავითი.