კორონავირუსით კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3803 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 48 ადამინი გარდაიცვალა, დადასტურდა 3803 ახალი შემთხვევა, ხოლო 5332 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

22 აგვისტოს მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 514 744
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 448 288
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6771 
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 34159, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19708, PCR ტესტით – 14451
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 11,3%, ბოლო 14 დღის – 10,92%, ბოლო 7 დღის – 10,8%
  • სულ აცრილია – 962165, დღიურად აცრილია – 23303
  • კარანტინის რეჟიმში – 82
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7345
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3494