კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 683 თბილისში გამოვლინდა, 381 აჭარაში

კორონავირუსის 1 696 შემთხვევიდან, თბილისში 683 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 12 გადაცვლილიდან 4 თბილისიდან იყო, 5 აჭარიდან.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. 12 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 2, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 285 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 1 696 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგნაირად ნაწილდება:

თბილისში გამოვლენილია 683 შემთხვევა, აჭარაში – 381, იმერეთში – 313, ქვემო ქართლში – 117, შიდა ქართლში – 59, გურიაში – 18, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 60, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 1, სამცხე-ჯავახეთში – 34, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 11.

მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე 10 618 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, საკარანტინე სივრცეშია 3 070 ადამიანი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 387 პირი.