კორონავირუსის დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან 1060 თბილისში გამოვლინდა, 461 აჭარაში

ბოლო 24 საათში ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 060 შემთხვევა, აჭარაში – 461, იმერეთში – 340, ქვემო ქართლში – 181, შიდა ქართლში – 199, გურიაში – 68, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 369, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 78, სამცხე-ჯავახეთში – 45, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

34–დან 14 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 57 753;
  • გამოჯანმრთელებულია –  42 572;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 475;.