კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევიდან 1595 თბილისში გამოვლინდა, 623 – აჭარაში

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 759 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 595 დადასტურდა, აჭარა – 623, იმერეთი – 392, ქვემო ქართლი – 139, შიდა ქართლი – 127, გურია – 152, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 237, კახეთი – 253, მცხეთა მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები stopcov.ge–ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 139 343
  • გამოჯანმრთელებულია – 117 560
  • გარდაცვლილია – 1 303
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 104
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 857
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 366
  • მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.