კორონავირუსის 3 270 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი.

ბოლო 24 საათში 3 843 აცრა ჩატარდა. სრულად აცრილია მოზრდილი  მოსაახლეობის 31,2%.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია 8.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.75%. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 38 093 ტესტი.