კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევიდან 1 493 თბილისში გამოვლინდა

კორონავირუსის დღეს დადასტურებული 3 473 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 493 გამოვლინდა, აჭარაში – 448, იმერეთში – 513, ქვემო ქართლში – 190. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, შიდა ქართლში 175 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გურიაში – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 287, კახეთში – 98, მცხეთა-მთიანეთში – 119, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23.

ბოლო 24 საათში თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში – 13, აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი