კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 თბილისში გამოვლინდა, იმერეთში – 980

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან 1 959 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, აჭარაში – 483, იმერეთში – 980, ქვემო ქართლში – 296, შიდა ქართლში – 222, გურიაში- 122, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 408, კახეთში – 335, მცხეთა-მთიანეთში – 130, სამცხე-ჯავახეთში – 114, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 19.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 068 შემთხვევა გამოვლინდა, 38 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო  2336 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge–ზე განახლდა.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 152704
  • გამოჯანმრთელებულია – 126904
  • გარდაცვლილია – 1425
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 1241