კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში დადასტურდა, 179 – თბილისში

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის, ინფორმაციით, კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევიდან 190 აჭარაში გამოვლინდა, 179 კი თბილისში.

“აჭარაში გამოვლინდა 190 შემთხვევა, თბილისში – 179, იმერეთში – 91, ქვემო ქართლში – 28, შიდა ქართლში – 19, კახეთში – 11, მცხეთა მთიანეთში – 3, გურიაში – 3 და სამცხე-ჯავახეთში – 1”,– ამბობს ენდელაძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 866 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 72 კი გარდაიცვალა.