კრემლი ანექსიისთვის მაღალ ფასს გადაიხდის – ევროკავშირის ლიდერების რეაქცია

ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პუტინის მიერ კრემლში გამოცხადებული უკანონო ანაქესია არაფერს შეცვლის:

“ყველა ტერიტორია, რომლებიც რუსი დამპყრობლების მიერ უკანონოდ არის ოკუპირებული, ყოველთვის უკრაინის სუვერენული ხალხის საკუთრება იქნება“– დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.

მან ასევე განაცხადა, რომ კრემლმა უკრაინაში ომის ესკალაცია ახალ დონეზე აიყვანა, ევროკავშირი კი აიძულებს რუსეთს ამაში მაღალი ფასი გადაიხადოს.

რუსეთის მიერ უკრაინის სამხრეთ რეგიონების ანექსიაზე კომენტარი გააკეთეს ევროკავშირის სხვა ჩინოვნიკებმაც.

“27 ქვეყნის ლიდერები გმობენ უკანონო ანექსიას. ჩვენ არასოდეს ვაღიარებით ფეიკ რეფერენდუმებს. არასოდეს ვაღიარებთ უკანონო ანექსიას“– დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერზე.

“უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების დიდი დარღვევაა. ვერავითარი ფეიკ რეფერენდუმები ამას ვერ გაამართლებს“–– განაცხადა ევროკავშირის საგარეო კომისარმა, ჟოზეფ ბორელიმ.