რუსეთის სამხედრო–პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე გენერალი გადააყენა, რომლებიც უკრაინაში რუსული არმიის ოპოერატიულ მეთაურობაში საკვანძო როლს ასრულებდნენ. ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა საკუთარ ანგარიშში წერს.
უწყების ინფორმაციით, საუბარია საჰაერო–სადესანტო ჯარების მეთაურ, გენერალ–პოლკოვნიკ ანდრეი სერდიუკოვსა და რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების მეთაურ, ალექსანდრ დვორნიკოვზე.
ეს უკანასკნელი, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით უკრაინის ტერიტორიაზე საოკუპაციო ქვედანაყოფების მთლიანი ოპერატიული მეთაური იყო. რუსი გენერლების გადაყენება სავარაუდოდ უკავშირდება რუსეთის არმიის შეუსრულებელ ამოცანებს.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის ჯარების ხელმძღვანელობა, რომელიც დონბასზე მაშტაბურ შეტევაშია ჩართული, სავარაუდოდ გენერალ–პოლკოვნიკ სერგეი სუროვიკინს გადაეცემა. მაღალი რანგის ოფიცერი დღეს რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების მეთაურია და სამხედრო სამსახურის 30 წლიანი გამოცდილება აქვს.