კრიზისზე პასუხისმგებელი პირებისთვის შესაძლოა უარყოფითი შედეგები დადგეს – საქართველოს მეგობრების წერილი

ყოფილი ელჩები, ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ს მაღალჩინოსნები და საქართველოს სხვა მეგობრები საქართველოშ შექმნილი კრიზისის შესახებ ღია წერილს აქვეყნებენ.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია და ამით გადადგან პირველი დადებითი ნაბიჯი შექმნილი კრიზისული ვითარების განსამუხტად.

მათ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერები, საკუთარ თავს საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებულები ვიყავით ქართველო ხალხის გამძლეობით, საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე, მათი მტკიცე გადაწყვეტილებით, შეენარჩუნებინათ საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, მათი ერთგულებით დემოკრატიული ღირებულებებისადმი.

ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს მისწრაფებებს და პოზიტიურ ნაბიჯებს ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის მიმართ და მტკიცე ადვოკატირებას ვუწევდით მას ჩვენს ორგანიზაციებსა თუ მთავრობებთან და ამ მიზნის მისაღწევად ჩვენს ორგანიზაციებსა და მთავრობებში აქტიურად ვცდილობდით პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებას. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უკან არ დაგვიხევია კონსტრუქციული კრიტიკისგან.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პოლიტიკური  მოვლენებით, მათ შორის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შტურმით აეღოთ წამყვანი ოპოზიციური პარტიის ოფისი და დაეკავებინათ მისი ლიდერი.

მისი არგათავისუფლება შეუძლებელს ხდის გასული წლის არჩევნებისგან გამოწვეული ჩიხის მოგვარებას, რამაც ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტი გამოიწვია. ერთპარტიული პარლამენტი არ არის ჯანსაღი დემოკრატიის ნიშანი. საქმის ასეთი განვითარება არა მხოლოდ აფერხებს უსაფრთხოების, ეკონომიკის და გლობალური პანდემიის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ აზიანებს საქართველოს, როგორც რეგიონში დასავლეთის სტაბილური პარტნიორის საერთაშორისო იმიჯს და რეპუტაციას. მხოლოდ მოსკოვში არიან კმაყოფილები საქართველოში განვითარებული მოვლენებით.

ჩვენ იმ ქვეყნებიდან ვართ, რომელთა დემოკრატიებიც პერიოდულად გამოწვევების წინაშე დგება პოლიტიკური დაძაბულობის და პოლარიზების დროს, როდესაც ჩვენი ინსტიტუტები გამოცდის წინაშე დგებიან და ჩვენი ქმედებები შორდებიან იდეალებს. მაგრამ ჩვენი ინსტიტუტები შენარჩუნდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემითა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლების წყალობით.

ჩვენ გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატიის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ ეს პროცესი არ შეიძლება მოიცავდეს პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებას.

არჩეულმა მთავრობებმა ამომრჩევლების მისწრაფებები უნდა განახორციელონ, თავიანთი დრო და ყურადღება მიმართონ იმ პოლიტიკების გატარებისკენ, რომლითაც კამპანიას ატარებდნენ.

ოპოზიციის არჩეულ პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, საჩივრები სამართლიანად განიხილონ, ისევე, როგორც უფლება, გამოიყენონ ევროკავშირის ან სხვა პოტენციური შუამავლის მიერ შეთავაზებული მედიაციით მიაღწიონ გამოსავალს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, გამოყენონ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატები და გააძლიერონ საქართველოს დემოკრატია.

ყველა მხარემ მხარი უნდა დაუჭიროს თავიანთი ქვეყნის განვითარებას მშვიდობიანი გზითა და კანონიერი არხების გამოყენებით, რათა გადაჭრან გაუგებრობა.

მათი საერთო მიზანი იყოს, შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომელიც გამოხატავს ყველა ამომრჩევლის ნებას და შესაბამისად, აქვთ ქართველი ხალხის სრული ნდობა, რომ წაიყვანონ ქვეყანა წინ.

საქართველომ გაუძლო დემოკრატიის წინა ტესტებს. წინა კრიტიკულ მომენტებში, ლიდერებმა გადადგეს ნაბიჯები კრიზისიდან ამოსვლის მიზნით და მათ დაუშვეს ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა. საქართველოს ახლა მორიგი გადამწყვეტი მომენტი აქვს, რომელსაც ზოგიერი ეგზისტენციურსაც უწოდებს.

მთავრობამ, როგორც ძალაუფლების მფლობელმა, უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი ოპოზიციის ლიდერის გათავისუფლებით. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას კომპრომისზე შუამავლობისთვის, ძალისხმევას, რომელსაც ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. ბოლო დროინდელი მოვლენები ქმნის გადაუდებელ ვითარებას. ამ პოზიტიური ნაბიჯების არგადადგმამ შეიძლება გამოიწვიოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება, რომლებიც კრიზისზე აგებენ პასუხს.

ის, რაც საქართველოს საერთაშორისო უპირატესობას ანიჭებს, არის მის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი  კეთილგანწყობა. ეს განწყობა არის დამსახურებული და რთულად მოპოვებული, მაგრამ – იმ გლობალური წნეხის პერიოდში, რაც გამოიწვია ეკონომიკურმა გაურკვევლობებმა და გლობალურმა პანდემიამ –  ეს არ არის უსასრულო და თუ კეთილგანწყობა დაიკარგა, რთული იქნება მისი დაბრუნება.

ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ოპოზიციის ლიდერებს, არ გაფლანგონ კეთილი ნება და მოახდინონ დემოკრატიის მიმართ მათი ერთგულების, დიალოგის და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის დემონსტრირება.

როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ შეთავაზებები და მხარდაჭერა წარვუდგინოთ, და დავეხმაროთ კრიზისის გადაჭრაში.

თუმცა, განგრძობადი შედეგები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის ლიდერების მცდელობიდან, გადაარჩინონ საქართველოს დემოკრატია და დემოკრატიული ინსტიტუტები”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • იან ბონდი, ევროპული რეფორმების ცენტრი
  • მეთიუ ბრაიზა, ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
  • კერი კავანაუ, კენტუკის უნივერსიტეტი
  • ლუკ კოფი, მემკვიდრეობის ფონდი
  • სვანტე კორნელი, ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭო
  • უილიამ კორტნი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლარი დაიმონდი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • პიერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი
  • გლენ ჰოვარდი, ჯეიმსთაუნის ფონდი
  • ტომას ჰენდრიკ ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი
  • ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდი აშშ
  • იან კელი, ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი; აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • დევიდ ჯ. კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი; სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში
  • მაიკლ მაკფოლი, სტენფორდის უნივერსიტეტი
  • თომას მელია, PEN America; USAID- ის ყოფილი ასისტენტის ასისტენტი ევროპასა და ევრაზიაში რიჩარდ მაილსი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში
  • ლორა თორნტონი, დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი; ყოფილი დირექტორი, NDI Georgia
  • რენდი შონემანიჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმი
  • კურტ ვოლკერი, ნატოში აშშ-ს ყოფილი ელჩი
  • კენეტ იალოვიცი, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში.