კრიზისის განმუხტვას სჭირდება ახალი არჩევნები, ოპოზიცია ერთიანია – მელია

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია ისეთი ერთანია, როგორც არასდროს.

მისივე თქმით, ოპოზიცია თანხმდება, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა და ბიძინა ივანიშვილმა სხვა კრიზისებს პოლიტიკური კრიზისიც დაამატა.

„ოპოზიცია არის ერთიანი, ერთიანი იმ პოზიციაში, რომელსაც აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში. პოზიცია გულისხმობს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილია პოლიტიკური კრიზისი, სხვა კრიზისებს დაამატა და შექმნა ხელოვნურად პოლიტიკური კრიზისიც, ამიტომ ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას სჭირდება გამოსავალი და ეს გამოსავალი არის ახალ არჩევნებში. ეს პოზიცია არის ერთიანი და, რა თქმა უნდა, არსებობს სხვა შეთანხმების ელემენტებიც, რომელიც გულისხმობს იმას, ახალ არჩევნებთან ერთად, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ რეალურად ახალი არჩევნები ახალი არჩევნებისთვის კი არ იყოს, არამედ ჩატარდეს თავისუფალ გარემოში. ეს გულისხმობს საკანონმდებლო დონეზე გასატარებელ ცვლილებებს და ა.შ. მაგრამ მთავარი და ფუნდამენტუარად მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია პოზიციაში ერთიანია,“- განაცხადა მელიამ.