კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

ცნობისთვის, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შედგა, თუმცა მოლაპარაკებებზე შეთანხმება ვერ შედგა.