კრისტის აუქციონზე ზელენსკის ხაკისფერი ქურთუკი 110 000 დოლარად გაიყიდა

ლონდონში, კრისტის აუქციონზე, სადაც უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდნენ, ვლადიმირ ზელენსკის ხაკისფერი ქურთუკი 90 000 ფუნტად (110 000 დოლარი) გაიყიდა.

ბრიტანელის პრემიერი ბორის ჯონსონი პირადად ესწრებოდა აუქციონს და სიტყვაც წარმოთქვა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე სოციალური ქსელების მომხმარებლები და მედია ყურადღებას ამახვილებდა ზელენსკის არაფორმალურ ჩაცმის სტილზე. ყველაზე ხშირად პრეზიდენტი ხაკისფერ მაისურში და ქურთუკში ჩნდებოდა.

ამავე ქურთუკით არის აღბეჭდილი კიევში ბორის ჯონსონთან ერთად სეირონობისას.

აუქციონზე ვაჭრობისას, რომელიც ლონდონის გალერეა ტეიტ მოდერნში შედგა, შეკრებილებს სიტყვით თავად ზელენსკიმ მიმართა. მან დიდ ბრიტანეთს უკრაინის დახმარებითვის მადლობა უთხრა, პირადად ჯონსონს კი, რომელიც კიევს სტუმრობდა, “მამაცი ბორისი“ უწოდა.