კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ – კალაძე მოსკოვში გასტროლებზე

“კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ” – ასე ეხმაურება, თბილისის მერი, კახა კალაძე  რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გასტროლებზე გამგზავრებას.

“რთული თემაა. გეთანხმებით იმაში, რომ როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია, შეიძლება ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მისაღები არ იყოს თუმცა, იმ მოსაზრებასაც ვემხრობი, რომ კულტურა, პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ, რაც დამაზიანებელი იქნება იმ კონკრეტული სფეროებისთვის. ამიტომ, პოლიტიკა დავტოვოთ პოლიტიკის ნაწილში და სხვა დარგებმა მოახდინონ თავიანთი განვითარება. ჩემი პოზიციაა  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი აქვთ ოკუპირებული, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით და ა.შ.”, –  განაცხადა თბილისის მერმა.