კულტურის სამინისტროს ზუსტად თეასნაირი მინისტრი სჭირდებოდა – ოქიტაშვილი

კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას ეხმიანება და ამბობს, რომ მინისტრად მისნაირი პრინციპული ადამიანი იყო საჭირო.

“დღეს რაც ხდება კულტურის სამინისტროში, ზუსტად თეასნაირი სჭირდებოდა… კულტურის სამინისტრო არ არსებობს, მთლიანად დაშლილია და ზუსტად ისეთი პრინციპული ადამიანია საჭირო მინისტრად, როგორიც თეაა. თქვენ არ იცით იქ რა ხდებოდა – არც გვეძახდნენ, არავის აზრი აინტერესებდათ – თვითონ წყვეტდნენ ყველაფერს. ვიცი რაც ხდებოდა და ის ნაცნობობა, ტენდერების მოგება, თეასთან გამორიცხულია”,- ამბობს ოქიტაშვილი ფორმულასთან საუბრისას.

დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანების თანახმად, წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.