“კურიერმა” ბესო ზანგურის მხრიდან არასრულწლოვნის თანდასწრებით სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო

ტელეკომპანია რუსთავი2 აცხადებს, რომ “კურიერმა” ბესო ზანგურის მხრიდან არასრულწლოვნის თანდასწრებით სავარაუდო გარყვნილი ქმედება გადაიღო

არხი აცხადებს, რომ შესაძლოა ძალადობაში მხილებულ მსახიობ ბესო ზანგურის წინააღმდეგ გამოძიება კიდევ ერთ საქმეზე დაიწყოს – ამჯერად, საუბარი არ არის 11 წლის წინ ოჯახში ძალადობის ფაქტზე, არამედ კურიერის კამერის მიერ გადაღებულ  ბესო ზანგურის მხრიდან არასრულწლოვნის თანდასწრებით, სავარაუდო გარყვნილ ქმედებაზე, რაც შეიძლება დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. არხი არ აკონკრეტებს, რა ქმედებაზეა საუბარი. თუმცა დღისით დააანონსა, რომ რომ დეტალებს საღამოს გაასაჯაროებდა.

ცხრა საათიან გამოშვებაში კურიერმა თქვა, რომ იურისტებთან და ბავშვთა უფლებების დამცველებთან კონსულტაციის შემდეგ, მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, თუმცა, ვიდეოს ჩვენ დღეს გარკვეული მიზეზების გამო, არ ასაჯაროებს.

შეგახსენებთ,რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა. საქმე ეხება 11 წლის წინ მომხდარ მოვლენებს. რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური ყველა როლიდან მოხსნა.

დღეს, რუსთაველის თეატრის წინ ნინუცა მაყაშვილის მხარდასაჭერი აქციაც გაიმართა, სადაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციაზე მსახიობთა ნაწილი გავიდა და რობერტ სტურუას დაცვას შეეცადა. აქტივისტები მსახიობ ბესო ზანგურის თეატრიდან გაშვებასთან ერთად რობერს სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებასაც ითხოვდნენ. თეატრიდან აქციაზე მისულმა მსახიობებმა კი თქვეს, რომ სტურუას გადადგომის მოთხოვნა მათთვის მიუღებელია.

მსახიობებისგან განსხვავებით სტურუას გადაწყვეტილება ბესო ზანგურის ყველა როლიდან დროებით მოხსნასთან დაკავშირებით, საკმარისი არ აღმოჩნდა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისთვის.

ბესო ზანგური მედიასთან კომენტარებს აღარ აკეთებს. რობერტ სტურუას გადაწყვეტილებას კი სოციალური ქსელით გამოეხმაურა და თქვა, რომ როლებიდან მოხსნა მისთვის უდიდესი დარტყმაა.

ნინუცა მაყაშვილზე შესაძლო ძალადობის ფაქტის შესწავლა დაიწყო ომბუდსმენის აპარატმა.