“უკვე მომზადებულია თანამედროვე, მაღალი სტანდარტების პროექტი, რომელიც თბილისის ურბანული ტყის განვითარების გეგმის ნაწილია. პროექტი ითვალისწინებს მარკირებული და სპეციალური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის ახალი შესაძლებლობების გაჩენას. ველობილიკი მოეწყობა საერთაშორისო სამთო ველოფედერაციის დოკუმენტის მიხედვით, ხოლო საფეხმავლო ბილიკი – ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად”.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.