კუჭავა დასავლურად მოაზროვნე პოლიტიკოსია, ყველაფერი წინ აქვს – არმაზ ახველდიანი

ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა კორექტული და დასავლურად მოაზროვნე პოლიტიკოსია.

“საერთოდ არ მერიდება, არც კომპლექსი მაქვს, ზოგს ჰგონია, თუკი მოწინააღმდეგე ბანაკიდანაა, ვერაფერი კარგი ვერ უნდა თქვა, მე არ მაქვს ეს პრობლემა. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ კაჭა კუჭავა, რომელსაც საკმაოდ კარგად ვიცნობ, არის ნამდვილად კორექტული პოლიტიკოსი, დასავლურად მოაზროვნე. ვფიქრობ, ყველაფერი წინაა, მასაც წინ აქვს. დასავლურობა ჩემთვის ისაა, როდესაც კრიტიკულ მომენტში შეგვიძლია რაღაცაზე უარი ვთქვათ. პარლემენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა იყო ძალიან სასარგებლო”,- თქვა ახვლედიანმა ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ისურევებდა, რომ ირაკლი კობახიძე შეექო, მაგრამ ვერაფრით უქებს საქციელს.

ცნობისთვის, დღეს ლელოს ფრაქცია კახა კუჭავას შეხვდა. როგორც ცნობილია, მათ საარჩევნო სისტემის რეფორმასა და ამნისტიის კანონზე ისაუბრეს.