ლაგოდეხში ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც შუახნის კაცი დაიღუპა, 4 ადამიანი კი დაშავდა. ისინი მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლაგოდეხი-თბილისის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ოპელისა და მერსედესის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, ხოლო ავარიის, სავარაუდო, მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.