კახეთში 14 წლის დაკარგულ მოზარდს ეძებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ. სოფელ თამარიანში მცხოვრები 14 წლის ბიჭი 2 აგვისტოს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა.

მოზარდის ნათესავების ინფორმაციით, ბიჭი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. „უკონფლიქტო და უპრობლემო ბავშვია, ოჯახის წევრებთანაც არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. ასე არასდროს მოქცეულა“, – ამბობს მოზარდის დეიდა ნინა დროვიანიკი.

მოზარდის სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე პოლიცია.