ლაგოდეხში, 16 წლის გოგო გაიტაცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, 16 წლის არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს.შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. ოჯახმა ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათი შვილი კომენდანტის საათის დროს სახლში არ დაბრუნდა.

როგორც მისი მამა აცხადებს, გოგონა მეზობელთან სტუმრად იმყოფებოდა. უკან დაბრუნებული კი ექვსმა პირმა ავტომობილში ძალის გამოყენებით ჩასვა და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანა.

მამა ვარაუდობს, რომ სამართალდამცავები  და გამტაცებლის ოჯახის წევრები შეთანხმებით მოქმედებენ და მისი ქალიშვილი ამ დრომდე ნაპოვნი ამ მიზეზით არ არის.  მიუხედავად იმისა, რომ ის პირი, რომელმაც სავარაუდოდ, გოგო ქორწინების მიზნით წაიყვანა, იდენტიფიცირებულია.