ლანჩხუთში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა – დაშავდა ორი ადამიანი

ლანჩხუთში, გვარჯილაძის ქუჩაზე, ერთ–ერთი კორპუსში აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.

აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ხანძარი კი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.