ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 0.94 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1681 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.68 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ღირებულება 3.7754 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.