ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა – ახალი კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 29 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0867 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 0.82 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.4849 ლარი შეადგინა.

დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან, 30 ნოემბრიდან შევა.