ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან – გამყარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან გამყარდა.

ლარი დოლართან მიმართებით 0.19 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ღირებულება 3.1153 ლარი გახდა.

რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა 2 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4935 ლარს გაუტოლდა.

დღეს დადგენილი გაცვლითი კურსი ძალაში ხვალ, 25 ნოემბერს შევა.