ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან – 6 თეთრით

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 3.12 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1179 ლარს შეადგენს.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 6.2 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5451 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან შევა.