ლარი დოლართან 5.5 თეთრით, ევროსთან კი 8.25 თეთრით გაუფასურდა

3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 5 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.2988 ლარი გახდა. ეს ბოლო თვის განმავლობაში დოლარის მაქსიმალური ღირებულებაა. ლარი გაუფასურდა ევროსთანაც  8.25 თეთრით. შედეგად, ერთი ევროს საფასური 3.8586 ლარამდე გაიზარდა.

9.49 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 4.2848 ლარი გახდა.

ცნობისთვის, გუშინ ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ყველაზე მსხვილი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და $60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ჯამურად, 2020 წლის განმავლობაში 21 სავალუტო ინტერვენცია შედგა, რის შედეგადაც $710 მლნ დოლარი არის გაყიდული.