ლარი დღესაც გაუფასურდა – ეროვნულმა ბანკმა ახალი კურსი დაადგინა

ეროვნული ბანკის ახალი კურსის მიხედვით, ლარი დღესაც გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 4.2 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან 4.5 თეთრი.

ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 3.3409 ლარია, ხოლო 1 ევროს 3.9042 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს 709 მილიონი დოლარი გაყიდა.