ლარი კვლავ გაუფასურდა – ახალი კურსი

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.3189 ლარამდე გაუფასურდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3185 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.04 თეთრი შეადგინა.

ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. ევროს კურსი 3.9996 ლარია, დღეისთვის 1 ევრო 3.9722 ლარი ღირდა, ანუ კურსის ცვლილებამ 2.74 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 დეკემბერიდან შევა ძალაში.