ლარი კვლავ გაუფასურდა – როგორია ახალი კურსი

26 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.0245 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  3.3473 ლარი იყო.

ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0188 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9733 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 მარტიდან შევა ძალაში.