ლატარიის “აიცერი და მოიგე” პირველი გამარჯვებულები ცნობილია

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის პირველი გამარჯვებულები ცნობილია. მოხვდით თუ არა გამარჯვებულების სიაში, შეგიძლიათ პირადი ნომრით გადაამოწმოთ მოცემულ საიტზე: https://stopcov.lotto.ge/#/

ლატარია “აცერი და მოიგე” ვაქცინაციის პროცესის წახალისების მიზნით იმართება. ის 2021 წლის 13 სექტემბრიდან დაიწყო და 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

ყოველდღიურად გათამაშდება 100-დან 500 ლარამდე თანხა, ყოველკვირეულად 1 000, 1 500 და 5 000, ხოლო წლის ბოლოს – 100 000 ლარი. გამარჯვებულებს პროგრამა ავტომატურად, ერთიანი ბაზიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს. ყოველდღიურ გათამაშებაში გამარჯვებულს მოგების შანსი ყოველკვირეულ გათამაშებაშიც ექნება, მას წლის ბოლოს მთავარი ჯილდოს მოგების შესაძლებლობაც აქვს.

გათამაშებაში მონაწილეობას ავტომატურად მიიღებენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ერთი დოზით მაინც არიან აცრილი, ან მომავალში აიცრებიან