ლატვიამ რუსული ტელეარხების მაუწყებლობა აკრძალა – “დოჟდს” ლიცენზია მისცა

ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ [NEPLP] ლატვიაში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა აკრძალა. როგორც ცნობილია გადაწყვეტილება ძალაში 9 ივნისს შევა და ქვეყანაში აიკრძალება ბოლო 80 რუსული ტელეარხის მაუწყებლობა, რომლებიც ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ადგილობრივი მაყურებლისთვის.

მიზეზად საკანონმდებლო ნორმა დასახელდა,  რომლის მიხედვით ლატვიაში არ შეიძლება მაუწყებლობდეს ტელეარხები, რომლებიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელ სახელმწიფოში. ამის შესახებ,  სააგენტო LETA-ს საბჭოს ხელმძღვანელმა, ივარ აბოლინიშმა ისაუბრა.

აღსანიშნავია ასევე რომ, ამავე საბჭომ გადაწყვიტა ლიცენზია მიანიჭოს რუსულ ოპოზიციურ ტელეარხ “დოჟდს”.  აღნიშნული არხის რედაქცია 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაშირუსეთის დედაქალაქში მოსკოვში მუშაობდა, თუმცა 3 მარტს იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა ე.წ. “ფეიკების კანონის” გამო.