ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ – ადვოკატი

ოლიმპიური ჩემპიონისა და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი ამბობს, რომ ოლიმპიური ჩემპიონები, ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზვიდაურს თავდებში ჩაუდგნენ.

“ალტერნატივად სასამართლოს აუცილებლად მოვთხოვთ, რომ გირაოთი იყოს დატოვებული და ასევე ცნობილი პიროვნებების, სპორტსმენების თავდებობასაც წარვუდგენთ, რომლებიც თავდებში დაუდგებიან. ვიცი, რომ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონები არიან მზად [თავდებში დაუდგნენ]. –  თქვა ადვოკატმა და დაამატა, რომ მხოლოდ ლაშა ბექაურს არ გულისხმობს.

“ალბათ, ლაშა ტალახაძეც იქნება მზად”, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური მკვლელობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. შსს–ს ინფორმაციით, ზვიადაურმა თავისი ძმის მკვლელს ესროლა. ზვიადაურის ძმა მის ორ მეგობართან ერთად თელავში 16 ივლისს, ღამით ჩაცხრილეს.