“ჩვენთვის საამაყო კაცის, ლაშა ბექაურის მოწვევით ვიმყოფებოდი ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტში. ორივენი ვართ აღნიშნული რაიონიდან. ჩავედით სოფელში, აღვნიშნეთ ხალხთან ერთად მისი ტრიუმფალური გამარჯვება. ამის შემდეგ გაიმართა.. რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა, ახლობლები და მეგობრები, იქ იყო ჩვეულებრივი დისტანცია. ლაშა ბექაურს რომ თქვენ დაეპატიჟეთ, არ წახვიდოდით? ჩვენს მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება არის ძალიან მსუბუქი. მანამდე ბევრი ადამიანი იყო წინასწარ დატესტილი და ყველაფერი იყო წესრიგში”

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ გამართულ ქეიფზე. გუშინ გავრცელდა ვიდეოები, თუ როგორ ქეიფობს მძიმე ეპიდვითარების ფონზე, სოფელ არხილოსკალოში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოლიმპიურ ჩემპიონთან ლაშა ბექაურთან ერთად.