ლეგიტიმურობის ზღვარს მიღწეული არჩევნები საკმარისი არ არის – სენატორი შაჰინი 2020-ის არჩევნებზე

“ლეგიტიმურობის ზღვარს მიღწეული არჩევნები საკმარისი არ არის” – ამის შესახებ, ამერიკელმა, სენატორმა, ჯინ შაჰინმა, სენატში სხდომის დაწყებამდე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დღეს, სენატში, საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ.

“საქართველოში კრიტიკული სიტუაციაა, მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-მ დაადგინა, რომ 2020 წლის არჩევნები იყო “კომპეტენტური და კოვიდპანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების მიუხედავად, ეფექტურად ჩატარებული”. საკმარისი არ არის იმ არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის ზღვარს აღწევს. დემოკრატიულ არჩევნებს ადგილზე უნდა ჰქონდეს ძლიერი მექანიზმები, რათა უთანხმოებები გადაწყდეს. იმ ტიპის მექანიზმები, რომელიც დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის შეფასებით სამართლიანია.”- განაცხადა, სენატორმა შაჰინმა.