ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე ვიკა ბუკია კორონავირუსისგან განიკურნენ

ტვ პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია და მისი მეუღლე, პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსისგან განიკურნენ.  ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.  კორნავირუსზე განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა:

უარყოფითიო, ხალხნო, უარყოფითია ორივე! მორჩა კორონა. დავამარცხეთ!”, – წერს ვიკა ბუკია.

ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა. მასთან ერთად დაინფიცირებული აღმოჩნდა მისი მეუღლე, ტვ პირველის ჟურნალისტი ვიკა ბუკია.