ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე კორონავირუსისგან განიკურნენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, გოგიჩაიშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, ტესტების პასუხები უარყოფითია, თუმცა კიდევ ერთ ტესტს ხვალ ჩაუტარებენ.

ცნობისთვის, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდათ.